უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ივლისის ღამეს სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალს დაარტყეს. ობიექტზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახური ავრცელებენ.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რომელიც რუსეთის ომისთვის ფულს გამოიმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის პორტზე,  მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

სპეციალური ოპერაციების ძალებმა განმარტეს, რომ ობიექტზე რამდენიმე დრონის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ხანძარი მძვინვარებს.