რუსეთი შეეცდება ბელარუსის უკრაინაში ომში ჩართვას. დაზვერვის ცნობით, მინსკი უკვე ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე შესასვლელი გზების განვითარებას და საარტილერიო პოზიციებს აწყობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ისაუბრა მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის მოხსენების შედეგებზე, რომლის დროსაც განიხილეს ბელორუსის შეიარაღებული ძალების აქტივობა.

"ჩვენ ვაფიქსირებთ საოკუპაციო კონტინგენტის მიერ საკუთარი ძალების გადაჯგუფების მცდელობებს - სავარაუდოდ, პირადი შემადგენლობის დეფიციტის კომპენსირების მიზნით. ეს უფრო ნათელს ხდის, თუ რატომ გაზარდეს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი აქტივობა ბელარუსში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, დაზვერვის მონაცემებით, ბელორუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიაზე მიმავალი გზების და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს.

"მივიჩნევთ, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას. მე დავავალე შესაბამისი არხებით გააფრთხილონ ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა უკრაინის მზადყოფნის შესახებ, დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა. ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ბუნებამ და შედეგებმა ბელარუსის ხელმძღვანელობა შეცდომების დაშვებისგან უნდა შეაკავოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ოკუპანტების ლიკვიდაციის მაღალი ტემპი აპრილში გრძელდება, რუსებს ფრონტზე ინიციატივის ხელში ჩაგდება არ გამოსდით და ეს მთავარია.