უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაბის მორიგი სხდომა გამართა.

მისი თქმით, სხდომაზე ორი საკითხი განიხილებოდა: პირველი იყო ბრიგადების დაკომპლექტება, მეორე - იარაღი და აღჭურვილობა ჯარისკაცებისთვის, შეძენა და მიწოდება.

"დღეს ცალ-ცალკე განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან უმეროვთან კონტრაქტების შესრულება და როგორ მუშაობენ ინსტიტუტები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ყველა რეალური რეფორმული ნაბიჯი სრულად უნდა განხორციელდეს“, -  განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, პრეზიდენტი დღეს ვრცლად და დეტალურად ესაუბრა მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და გენერალური შტაბის უფროსს ანატოლი ბარგილევიჩს. მათი საუბარი ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

”ანგარიშები ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეულ სფეროზე, ჩვენს შესაძლებლობებზე - შემდგომი და კონკრეტული ამოცანების შესახებ.

ძალიან რთული სიტუაციაა. მთავარია რუსეთზე ზეწოლა ყველა საშუალებით, ყველა ინსტრუმენტით, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - რეალურ და სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის, მთელი ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.