უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, ლიდერებს შორის საუბარი მინიმუმ 30 წუთს გაგრძელდა. საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს დაბადების დღე მიულოცა და სხვა თემებიც განიხილა, მათ შორის მოლაპარაკებები.

"ნორმალური საუბარი შედგა, პრეზიდენტმა ტრამპს დაბადების დღე მიულოცა და ჩვენ მოვახერხეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მათ შორის იდეების მოლაპარაკების შესახებ“, - განაცხადა წყარომ.

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს 80 წლის გახდა.