"ქართულ ოცნებასთან" და მის საპატიო თავმჯდომარესთან მაქვს შეკითხვები. იმედი მაქვს, პასუხსაც მივიღებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე წერს.

"ბატონო ბიძინა, როცა 2012 წელს ასიათასობით გამწარებულმა ოჯახმა, საკუთარი ოჯახის წევრების რისკის ფასად გამოყვა თქვენს სახელს და შესაძლებლობა მოგვეცა ნაცების და გლობალისტების უბინძურესი სბროდი მოგვეშორებინა, ნუთუ ეს ყველაფერი იმისათვის გააკეთეთ, რომ "ნაცებთან ბრძოლის" სახელით მერაბიშვილი-ადეიშვილის კლანის მართვა ყოფილიყო?

ნუთუ ეს ყველაფერი იმისათვის გააკეთეთ, რომ დღეს საქართველოში, თქვენ, ადამიანი რომლის ქველმოქმედება სამაგალითოა, ყველამ ჩაგთვალოთ, რომ
1.მაფიოზი ხართ,
2.ბერა კი ქოლ-ცენტრების შეფი და კრიმინალური სამყაროს ნაწილი?

ნუთუ ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ
3. მთელი საქართველო ლაპარაკობდეს რომ თქვენ კრიმინალურ ფულს აგროვებთ ქეშად და რომ
4. ნარკოკარტელიც თქვენი ხელით კონტროლდება???

ასევე ამბობენ, რომ
5. სწორედ თქვენი ინიციატივაა ევროკავშირსა და გლობალურ ალიანსმა ყველა ფასად ურთიერთობების დალაგება, თუნდაც ომი იყოს?
6. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობების გაწყვეტაც თქვენი ბრძანება ყოფილა - აბა კობახიძე როგორ გაბედავდაო?
ასევე დადის ხმები, რომ
7. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეც თქვენი ბრძანებით დალაგდა ასე და იცით რისი დაჯერება მიჭირს ამ აბსურდში?

- ნუთუ კოკა მორგოშიას და მისი კამანდის ფანტაზია უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა?
არ ვიცი, საქმე შავით თეთრზეა ნაკერი, ძაფები ცვივა!

ყველაზე ცუდი იცით რა არის

8. მას მერე რაც ბერას და ალიევის ყოფილი სიძის აგილაროვის ვიდეო გავრცელდა, ყველამ ჩათვალა, რომ სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც დავით გარეჯი აზერბაიჯანს გადააბარა!!!

ჯამში ხდება ისე, რომ ამ ქვეყნის ყველა უბედურება, არის თუ არა სიმართლე, თქვენ და თქვენს ოჯახს ბრალდება და ფონზე "საცოდავი და უბედური" კობახიძე მდინარაძის კამანდა იძულებულია დაგემორჩილოთ და ცდილობენ თქვენგან ქვეყანა ისე გადაარჩინონ, რომ თავად გადარჩნენ!?
- აბსურდია არა?
- დიახ, მაგრამ რაც უფრო დიდია აბსურდი მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს საზოგადოებაში და მერწმუნეთ საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის გარკვეული იმაში რასაც. სიმართლე ჰქვია!

პიარტაშფანდურებით და მედიის სრული კონტროლით, სადაც მხოლოდ ნაცების ერთგული კადრებია კამანდირებში - ქმნიან იმ სურათს აი როგორც მიშას დროს
- ყველა ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდა!

ბოროტი ხმები ამბობენ ფარცხალაძის და მიქაძეების ჩამოჩოჩებით ივანიშვილების უსაფრთხოება მოშლილია, მხოლოდ დროის საკითხია. მარტო აქ კი არა - ფარცხალახის მდგომარეობა რუსეთშიც შევარყიეთო - ტრაბახობენ თურმე ასე...

როგორ დაინგრევა ბოლომდე თქვენი კედელი? - ღმერთმა არ ქნას!!! და იცით, რომ ამას საზოგადოება იჯერებს!

განსაკუთრებით მას მერე, რაც გავრცელდა ხმები, რომ ვატო ყიფიანის შემოყვანა ქვეყანაში და მისი კამანდის საქმენი საგმირონი არ დარჩა მიჩუმათებული!

მერე ის ხმებიც გავრცელდა, რომ რაღაც თანხები დაიკარგა გზაში და ყიფიანი საზღვარს ვერ გასცდა ჩასატანი აქვსო
- თუ მჯეროდეს, რომ 14 წლის მერე ამის დაწერა მიწევს!!!

ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის და დღეს ისევე როგორც ნაცების დროს ტელეფონებს სხვა ოთახში ტოვებენ და სამზარეულოში ლაპარაკობენ! მათ შორის მეც, 2025 წლის თებერვლის მერე - პირველად მაშინ გავიგე და არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ დღეს ფაქტის წინაშე პირადად ვდგავარ!

ბატონო ბიძინა დავიჯერო კობახიძე-მდინარაძე და მთელი ეს გაუმაძღარი და სახელმწიფოს ხარჯზე მილიონერებად ქცეული კენწეროში მოქცეულები უფრო სანდო და დასაყრდნობია თქვენთვის?

იცით ჩემთვის რა განსხვავებაა - არც ღარიბაშვილის და არც ლილუაშვილის საყვარლები იცოდა საზოგადოებამ, ჭორების კი არ დადიოდა - არ ჰყავდათ და იმიტომ

არც მათი გუნდის ტაშფანდურებს ვიგებდი, რადგან არ იმხობდნენ თავზე რესტორნებს - ოჯახებში იჯდნენ ან ათენებდნენ სამსახურებში!!!!

არც მათი ნათესავ-მეგობრები იყვნენ განსაკუთრებულ პირობებში, დასაქმებული თუ იყო რომელიმე კვალიფიკაციაც შესაბამისი ჰქონდათ!!!

არც ერთი მათგანი თქვენთან კონსულტაციის გარეშე არაფერს აკეთებდა, მით უმეტეს თქვენს მიერ გაწეული რჩევას ყოველთვის ითვალისწინებდა. ალბათ, ამიტომაც არიან დღევანდელი მმართველი შემადგენლობის მსხვერპლი.

ჩემი საქმე არ არის და არ უნდა ვიცოდე ის, რაც არ არის საჯარო, მაგრამ რადგან ვიცი, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია გაედინება ლიწილიწინით!

ლამის ყველა მინისტრი დღეს მილიონების ქონებას ფლობს, იზრდება მათი ბიზნესები და რატომღაც ეს ნორმალურია? იმ ფონზე, როცა ფასები კატასტროფულად გაიზარდა საკვებ და პირველადი მოხმარების პროდუქტზე მედიკამენტებზე

მესმის, თქვენ დაგარწმუნეს, რომ გიღალატეს, მოგატყუეს და არ ვიცი კიდევ რაში, მაგრამ ვიცი ერთი - ბოლო ორი წელი რაც ხდება თქვენ ფაქტობრივად საზოგადოებისგან გაგრიყეს და რაც უნდა გარწმუნონ ის მდგომარეობა არ არის, რაც იყო 2024 წლის არჩევნებამდე!!!

ფაქტობრივად უსაფრთხოების ყველა გარანტია მოშლილია!

ისიც არ ვიცი, მეც კი მეფიქრება, გაქვთ კი იმდენი გავლენა, რომ ეს ვაქხანალია შეაჩეროთ.

ჩვენი ოჯახები თქვენი ერთგულები გამო დაზარალდა, ჩვენი ოჯახები თქვენი პოლიტიკის მხარდაჭერის გამო ფაქტობრივად ჩაგვწიხლეს, ჩვენი ოჯახები - ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდეს! და უკვე თქვენს ოჯახს მიადგნენ!

და როგორ ფიქრობთ როცა ყველა თქვენი პოლიტიკის ერთგული ადამიანი, რომელიც დაუძლურებულია და საკუთარი ოჯახების გადარჩენაზე გადასული, შეძლებს კი მყარ კედელი დადგეს თქვენთან, კედელი, რომელიც ვერ მოარღვია ვერც ევროატლანტიკურ ალიანსის და ვერც გლობალისტების მილიონებად დაფინანსებულმა სიბინძურემ.

2024 წლის არჩევნების მერე თავად ოცნების მმართველმა შემადგენლობამ შეძლო ლამის - ცოტაღა დარჩათ!!!!

მე მართლა შემტკივა გული, მართლა ვაფასებ რაც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ, მართლა მთელი ჩემი არსებით ვიყავი ერთგული, ახლაც ვარ, ოღონდ, ცხოვრების უფლება ჩამორთმეული და უძლური!!! მეომარი - იარაღის გარეშე!!!!" - წერს არველაძე.