20 ლარით იზრდება პენსია - ეს არ არის სწორი სიტყვა, 20 ლარით მოხდა ფასების ზრდით გამოწვეული ფულის გაუფასურების კონპენსირება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 37-ჯერ მეტია თანამდებობის მქონე დეპუტატების ხელფასი პენსიონერებზე.

"ის, რომ ქვეყანა და ბიუჯეტი იძარცვება, ეს თავად ამხილა "ქართული ოცნების" კლანურმა ბრძოლამ. ხომ ვხედავთ, რომ არ დარჩა არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა მინისტრი, რომელიც არაა დაკავებული, რადგან თავად ამხილეს, რა მოსდის ბიუჯეტს.

ტენდერებში ყოველთვის ორჯერ მეტი იხარჯება და ვაკის პარკში რაც ხდება, კლასიკური მაგალითია ეს. რუსთაველზეც ნახავთ, გამოცხადებული ფული არ ეყოფათ და იტყვიან, რაღაც აღმოჩნდა კიდევ გასაკეთებელიო, ანუ,  მილიონი ხერხია ბიუჯეტის ძარცვის, ახლა ახალ-ახალ მეთოდებს იყენებენ ფულის მოპარვისას. ამის პარალელურად, ის, რაც ახლა მოხდა, ეს არის ადამიანების შეურაცხყოფა, ეს ასევე აჩვენებს, რომ ანგარიშს არავის უწევენ, არც საზოგადოებრივი აზრი და არც თავიანთი ამომრჩეველი არ არ აინტერესებთ. 20 ლარით იზრდება პენსია - ეს არ არის სწორი სიტყვა, 20 ლარით მოხდა ფასების ზრდით გამოწვეული ფულის გაუფასურების კონპენსირება. საქართველოში 37-ჯერ მეტია თანამდებობის მქონე დეპუტატების ხელფასი პენსიონერებზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.