ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა, - აცხადებს "ევროპელი სოციალისტი" ფრიდონ ინჯია.

"შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას - რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა [პირდაპირი ფრენების აღდგენა]", - აცხადებს ინჯია. 

მისივე თქმით, აშშ-მა ფარცხალაძე "ყოველგვარი არგუმენტაციის" გარეშე დაასანქცირა, ხოლო ის, ვინც "მართლა ტერიტორიები გაყიდა", სანქციებს არ უწესებს.

"საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?... მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება",  - აცხადებს ინჯია.