ახლა, რაც საჯარო სამსახურებში ხდება, ეს არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რომ მიმდინარეობს საპროტესტო ტალღა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სამსახურიდან ყოველდღიურად ისმის ახალ-ახალი ინფორმაციები ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

"ახლა, რაც საჯარო სამსახურებში ხდება, ეს არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რომ მიმდინარეობს საპროტესტო ტალღა და ამ ტალღის დროს რეპრესიები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით უფრო მძაფრად გამოიყენებოდა ხოლმე. თავიდან ეს იყო აქციების მასობრივი დაშლა, მერე ადამიანების წამება, ცემა, დაკავება და ასე შემდეგ. ახლა, როგორც ჩანს, ამ რეპრესიებმა გადაინაცვლა საჯარო სამსახურში.

საჯარო სამსახურიდან ყოველდღიურად გვესმის ახალ-ახალი ინფორმაციები ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც პირდაპირაა კავშირში მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.