საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა FOX NEW-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, კონგრესი იმუშავებს დემოკრატიის აღდგენაზე საქართველოში.

"საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.

ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ომის დამნაშავე პუტინი თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან და ყველა მათგანი ერთად მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც მილიარდერია და საქართველოში არჩევნები გააყალბა", - განაცხადა უილსონმა.