ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამის პარალელურად, ნიშანდობლივია, რომ უთანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა მისი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია.

"ჩემი პოსტი ხალხში სიარულზე ზოგიერთმა, რატომღაც, ნიკა მელიას კრიტიკად აღიქვა, არადა ის ყველას ეხებოდა. მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგიული, ხალხში მოსიარულე პოლიტიკოსის გამოჩენა.

ნიშანდობლივია, რომ უთანხმოების გაღვივებას აგრძელებენ იგივე პერსონაჟები, ვინც თავიდან ისარგებლა ჩემი მოწამვლის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობით და ორად გახლიჩა პარტია. ეს დიდი შეცდომა იყო ორივე მხრიდან. საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხვდება და სწორად მოქმედებს. ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ან ვიქნებით ერთად, ან საერთოდ არ ვიქნებით!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.