“ერთიანი ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებასთან“ დებატები შეუძლებელია იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში არიან.

როგორც ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ჯერ გამოვიდნენ პოლიტპატიმრები ციხიდან, ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რელსებს და შემდეგ პოლიტიკური დებატებიც იქნება.

"ნუ ჩათვლით, რომ ეს ჩვეულებრივი დებატები იქნება, პატარა ტრიბუნებთან დააყენებენ 15 კაცს და 30 წამს მისცემენ. ასეთი ტიპის დებატებში მისვლას რა აზრი აქვს. ისედაც, ამ არალეგიტიმურებთან რა გვაქვს სადებატო მაშინ, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი უზით ციხეში. ეს ხალხიც გამოვიდეს, ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს ქვეყანა და მერე იყოს ეს პოლიტიკური რინგი, სადაც, მათ შორის დებატებიც იქნება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.