"ქართული ოცნების" ანტი ქართულმა, ანტი ევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს.

"ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!

"ქართული ოცნების" ანტი ქართულმა, ანტი ევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა. ორი წლის წინ ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა.

ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ - ყველა მიმართულებით - საქართველო ჩამოაშორა "ქართულ ოცნებამ" ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.

ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განძრახ გაშვებას.

ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტი ევროპულ რეთორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.

ამიტომ ვიცოდეთ უნდა, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!

ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!!

არ შევეგუებით!", - წერს ზურაბიშვილი.