ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ ბაჩოსთან ჩემი თავისუფლებით. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, ამათ ყველა თავისნაირი ჩმორი ჰგონია, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მან პროკურატურაში დღეს შეიტანა განცხადება.

"ეს ტერორისტები ისევ ვაჭრობენ ბაჩოსთან ჩემი თავისუფლებით. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, ამათ ყველა თავისნაირი ჩმორი ჰგონია. 

დღეს (ვინაიდან დღემდე საახალწლო საცივში ჰქონდათ თავი და პროკურატურას დიდი ბოქლომი ედო) ოფიციალურად შევიტანე პროკურატურაში განცხადება, სადაც ვითხოვ ჩემს სამართლებრივ სტატუსს, ამ პროკურორმა - თამარ ბეჟუაშვილმა რაც იბლუყუნა, მაინტერესებს იმას ფურცელზე როგორ გადმოიტანენ და რომელ კანონს და მუხლს მიუთითებენ. 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით: ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მას ოფიციალურად წარედგინა ბრალდება.

სანამ ეს დადგენილება არ არსებობს — ბრალდებულის სტატუსი არ არსებობს!!!", - წერს ანი ნადარეიშვილი.