ნეიტრალიტეტი "ოცნების" ინტერპრეტაციით ნიშნავს, რომ იყო რუსულ ორბიტაზე, ნიშნავს, რომ გქონდეს ავტორიტარიზმი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია, რომ ქვეყანაში ნორმალური სახელმწიფოებრიობა მოკლას.

"ამათ ნეიტრალიტეტი კლასიკური გაგებით კი არ უნდათ, ივანიშვილი-კობახიძისთვის ნეიტრალიტეტი სხვა რამეს ნიშნავს და მოდი, ესეც ვთქვათ, რომ ვინმეს არ ეგონოს, შვეიცარიის ნეიტრალიტეტს გვთავაზობს ეს რეჟიმი - არა, არ დაიჯეროთ, არაფერი მსგავსი, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება. ნეიტრალიტეტი "ოცნების" ინტერპრეტაციით ნიშნავს, რომ იყო რუსულ ორბიტაზე, ნიშნავს, რომ გქონდეს ავტორიტარიზმი, რომ მოკლა საქართველოში ნორმალურობის პერსპექტივა და ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურგი აქციო განათლებას და განათლებულობას, კულტურას და კულტურულობას, რომ იყოს არა სოციალური სახელმწიფო, არამედ კატასტროფული და უთანასწორო სახელმწიფო", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.