საქართველოში აშშ-ის საელჩო "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

 "ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად  - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - წერს საელჩო. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავად აშშ-ის ლიდერები და პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა.

"ჩვენ ბოროტებას ამერიკის ფულს არ ვუწოდებდით. დღეს, თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მისი მომხრეები, თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება", - განაცხადა მდინარაძემ.