აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა.
ინფორმაციას აუდიტის სამსახურში ადასტურებენ.
იქამდე ბერაია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც გასული წლის 16 ივნისს დაინიშნა.
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა.
ინფორმაციას აუდიტის სამსახურში ადასტურებენ.
იქამდე ბერაია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც გასული წლის 16 ივნისს დაინიშნა.
1777130971
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს."სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი", - აცხადებენ შსს-ში.
1777121901
"ჩვენ (ალიევთან) განვიხილეთ უკრაინისთვის სამშვიდობო ძალისხმევა. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა იპოვოს ძალა, რათა დაასრულოს ეს უსამართლო ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, უკრაინა დიდად აფასებს პარტნიორების როლს მოლაპარაკებების პროცესში შუამავლობაში."მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს გავუზიარე მზადყოფნა, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ასეთი მოლაპარაკებები გვქონდა თურქეთსა და შვეიცარიაში. მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის აზერბაიჯანში, თუ რუსეთი მზად იქნება დიპლომატიისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, მან ილჰამ ალიევს ომის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექვს დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
1777116940
"2010 წელს საპარლამენტო სისტემას მხარი დავუჭირე, იმიტომ რომ ვხედავდი, რომ მთელი პოლიტიკა ქუჩაში იყო გასული და მინდოდა პარლამენტში ხელისუფლების ცენტრის გადატანა, რათა ყველა აქტორი დაგვებრუნებინა ამ ველზე, გვყოლოდა ბევრი Stake-Holder.ასევე ეს იყო სასარგებლო - აღმასრულებლის ფორმაში ყოფნისთვის, ვინაიდან თუ პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიდიოდა პარლამენტში, პრემიერს მუდმივად მოუხდებოდა იქ ყოფნა და პოლიტიკური არგუმენტების დახვეწა.აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არასდროს არ დამიპირებია პრემიერად ყოფნა. როდესაც პარტიის ვრცელ შეკრებაზე 2011 წელს ბობოყვათში ვანო მერაბიშვილს შევთავაზე პრემიერობა და ვკითხე თუ ვის გვთავაზობდა ის თავის შემცვლელად შსს-ში. ვანომ იკითხა - გააჩნია გადავდივარ პრემიერად არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგაც? ჩემი პასუხი იყო მყარი - შენ გადადიხარ მთელი ვადით, თუ რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ (ნუ თვითონ მერაბიშვილის კანდიდატურა არ იყო ალბათ, საუკეთესო არჩევანი).აქედან რამდენიმე თვეში უკვე ამერიკელები დაინტერესდნენ ამ საკითხით. საქმე იმაშია, რომ რაც პუტინმა დაინიშნა თავი პრემიერად, ეს პრეცედენტი დემოკრატიისთვის აქტუალური გახდა, გაჩნდა გამოთქმა To pull Putin - ე.ი. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შემოვლა პრემიერად გადასვლის გზით. 2012 წელის იანვარში ობამამ მიმიწვია ვაშინგტონში. სანამ ოვალურ კაბინეტში შევიდოდით, ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა (რომელმაც სენატორობის დროს 2007 წელს თბილისის ნოემბრის არეულობებში რუსეთი დაადანაშაულა) მთხოვა მის კაბინეტში დალაპარაკება. გამიშალა იქ საუზმე.ვხვდებოდი, რომ უნდოდა ჩემი გეგმების გარკვევა - ვაპირებდი თუ არა პრემიერობას, მაგრამ უკვე თითქმის 1 საათი ვსაუბრობდით და აშკარად ბუქსაობდა, არ უნდოდა შეხვედრის ძალიან მეგობრული ტონის ამ კითხვით გაფუჭება, ამიტომ მე თვითონ ვუთხარი - ძვირფასო ჯო, ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და მიცნობ და არც კი უნდა გაგჩენოდა ეჭვი, რომ მე პუტინს რამეში მივბაძავ, არ ვაპირებ პრემიერობას და გთხოვ, ეს ადმინისტრაციას გადასცეთ, როგორც ჩემგან მოცემული გარანტია. სამაგიეროდ თხოვნა მაქვს შენთან, ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თქვენი დაფინანსებულია და გთხოვ რეკომენდაცია გამიწიო პრეზიდენტობის შემდეგ ამ უნივერსიტეტის რექტორად რომ დავინიშნო It is my dream. ბაიდენი გაიბადრა და მითხრა - უჰ, არ იცი რამხელა პრობლემა მომიხსენი!ის, რომ თანამდებობებს არასდროს მივდევდი, უკრაინაშიც გამოჩნდა. 2014 წლის ზაფხულში პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსმა დამირეკა ნიუ-იორკში და შემომთავაზე მაშინდელი უკრაინის მთავრობის პირველი ვიცეპრემიერობა, მაშინ უკვე ჩემთვის ნათელი იყო ამ მთავრობის კორუფციული ხასიათი, ამიტომაც ამ ძალიან მაღალ პოსტზე უარი ვთქვი. სამ თვეში პოროშენკომ შემომთავაზა უკრაინის გენერალური პროკურორობა (ობამასაც შეუთანხმა ტელეფონით ეს საკითხი) მე არ ჩავთვალე, რომ სისხლის სამართლის კუთხით საჭირო კვალიფიკაცია მქონდა და კიდევ ერთხელ ვთქვი უარი.ოდესის გუბერნატორი რომ გავხდი, ჩემთან რეზიდენციაში მოვიდა ოდესის ყველა მსხვილი ბიზნესმენი და შემომთავაზეს მილიონიან უმაგრეს ქალაქ ოდესის მერად კენჭისყრა, თან მაძლევდნენ 20 მილიონ დოლარს საარჩევნო კამპანიისთვის. მე მაშინ უკვე მთელი უკრაინის მასშტაბით გაშლილი მქონდა ანტიკორუფციული კამპანია, რომელმაც საბოლოოდ დაამხო ჯერ იაცენუკის მთავრობა და შემდეგ დიდწილად განაპირობა პოროშენკოს მარცხიც, ამიტომ უარი ვთქვი (თუმცა არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ოდესისადმი სიყვარულის გამო ამ უარს ხშირად ვნანობ) ასე რომ არასდროს გამოვკიდებივარ თანამდებობას!ასე რომ, ძვირფასო თ. თევზაძე იქნებ და შენი პარტიის ლიდერებთან გაგეკეთებინა Fact Checking, ისინი ყველაფერ ამას მოგიყვებოდნენ", - წერს სააკაშვილი.
1777113120
როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა, განვლილი 40 დღე იქცა ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის, ილია მეორის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ქართველი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად."განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან. ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40-დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. ჩვენც ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა ამ პერიოდში. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე, ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის ახლებურად შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოღვიძება და აღმავლობაც.უფალმა ჩვენ გვანახა პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც, მოსეს მსგავსად, უჩვენებდა ჩვენს ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღქმული ქვეყნისკენ. ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსთავრის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც საუბრობდა წმინდა პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე“. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში და მის უნეტარესობაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე, მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი, ნაყოფი იყო და არის ის, რაც ვიხილეთ – ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ნაკადი მის უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს, გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა, რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული ეფინებოდა ყველას, განურჩევლად ასაკი და სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. შეიძლება თითქოს ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას, დაბნეულ სამწყსოს, შეიძლება, გვეფიქრა, რა გვეშველება მის გარეშე, მაგრამ, როგორც მისი გარდაცვალების დღეებში დავძლიეთ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლით, მისი უწმინდესობის მადლით, ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენისა და იმედის დიდი სულისკვეთებით. დღეს, როგორც არასდროს, ისე ძალუმად გვესმის უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე, ის, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს, ის არ მოკვდება უკუნისამდე“. წმინდა წერილი როგორც გვასწავლის, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს, რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რადგან მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე, ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი სიყვარულზე და განსაკუთრებით იმაზე, რასაც გვიქადაგებდა – მშვიდობაზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რომლითაც მისი უწმინდესობა გამოირჩეოდა.ძნელია ჩემთვის დღეს საუბარი თქვენ წინაშე და მინდა, თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი, რომ ასეთ ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი. დიდება და მადლობა უფალს, დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი წყალობისა და მფარველობისთვის, მადლობა მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ილია მეორეს თავისი დიდებული ღვალწლისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
1777112201
"ქართული ოცნების" პასუხი, როგორც ჭეშმარიტად რუსული რეჟიმისგან მოსალოდნელი იყო, არის "არა". და ეს პასუხი არის უარი საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას, დემოკრატიას. ეს არის უარი საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ნათელ მომავალს.თუ რამის დაშვება არ შეიძლება, არ შეიძლება ჩინელების ხელით, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის მიერ საქართველოს მომავლის მიტაცების დაშვება. არავითარ შემთხვევაში! თან იმ პირობებს თუ გადავხედავთ, რასაც ჩინური მტაცებლური სახელმწიფო კომპანია მოითხოვს - თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ქართული სახელმწიფოს 51%-იანი წილის გამოსყიდვა ჩინური მხარის მოთხოვნისთანავე - მივხვდებით, რომ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ", - წერს გვარამია.
1777100885
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1777100266
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
1777100029
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
15 აპრილის ანონსი
1776195263
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით
1775896360
14 აპრილი დედაენის დღეა
1776146460
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
1776605951
ადვოკატი - ანი ნასყიდაშვილი არ თვლის, რომ ჩაიდინა დანაშაული
1776244298