საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავებას ეხმაურება.

"ჩახალიანი სომხურ საქმეს არ აკეთებდა არც საქართველოში და არც სომხეთში. ის იყო გრუს "დავერბოვკებული" აგენტი ახალქალაქის ბაზაზე. "ოცნებამაც" რუსული საქმე გააკეთა მისი ციხიდან გამოშვებით", - წერს სააკაშვილი.

ვაჰაგნ ჩახალიანი სომხეთში 4 ივლისს დააკავეს.

ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.