"ქართული ოცნება" ჩვენ გვაჩვენებს მხოლოდ იმ მინიმალურ მაგალითებს, რომლებიც საკმარისია კონკრეტული ჩინოვნიკების ციხეში გამოსაკეტად, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" შიდაპოლიტიკურ ბრძოლა აქვს.

"ქართული ოცნება" ჩვენ გვაჩვენებს მხოლოდ იმ მინიმალურ მაგალითებს, რომლებიც საკმარისია კონკრეტული ჩინოვნიკების ციხეში გამოსაკეტად და ამ ადამიანების ციხეში

გამოკეტვა სწორედ მათ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება და ვერანაირ სარგებელს აქედან საზოგადოება ვერ მიიღებს.

რაც შეეხება რეალურ მასშტაბს, იმ ფულის რეალურ გადანაწილებას, რომელიც მოპარული იყო, ის უკვე მიმდინარეობს დახურულ კაბინეტებში, არა პროკურორის სამუშაო ოთახში, არა სასამართლოს დარბაზში და შემდგომ მოპარული ფულის ბიუჯეტში მიქცევით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ისარგებლებს იმ მოპარული ფულის დაბრუნებით ჩინოვნიკებისგან, არამედ მოპარული ფულის ერთი ჯიბიდან, მეორე ჯიბეში, ვიღაცის სარდაფში -  უკანა ოთახში გადადებით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ამასთან, პროკურატურის მოთხოვნით, ღუდუშაურს ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა და პასპორტიც. ილია ღუდუშაური საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.