ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. 

"ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს - ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა.

ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - წერს მეთიუ მილერი.