ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისე გამოვიდა, რომ მათი პარტია ალიანსიდან გარიცხეს.

"ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი“. ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი. მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად.

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.