დასავლეთში ჩვენმა პარტნიორებმა იციან რომ ღირებულებითი სისტემით არ ემთხვევიან "ქოცები" დასავლურ ცივილიზაციას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასა" და დასავლეთს შორის სტრატეგიული თანხვედრა და საერთო ენაც კი არ არსებობს.

"ქოცები" ყოველთვის ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია და ამიტომ, უნდა გველაპარაკოთო, ამას მოუწოდებენ ბრიუსელს, ვაშინგტონს და ყველა დედაქალაქს, მაგრამ აქვე, დასავლეთში ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ ღირებულებითი სისტემით არ ემთხვევიან "ქოცები" დასავლურ ცივილიზაციას, აქ არ არის დემოკრატია, აქ არ არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, კანონი არის ერთი კაცი - რასაც ის გადაწყვეტს, ისე ხდება და აქედან გამომდინარე, ღირებულებით თანხვედრაში არ ვართ დასავლეთთან და შესაბამისად, სასაუბროც არაფერია და მეორე მხრივ, ესენი რომ ამბობენ დიქტატორებსაც ხომ ესაუბრებით, აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც უნდა გქონდეთ დიალოგიო, სინამდვილეში, მათთან აქვთ სტრატეგიული თანხვედრა და "ქოცების" შემთხვევაში სტრატეგიული თანხვედრა და საერთო ენაც კი არ არსებობს იმიტომ, რომ ესენი იყურებიან რუსეთისკენ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.