დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, გომელაური მზადაა რუსული კანონის დასაცავად მოქალაქეებს პოლიციის ხელით დაუპირისპირდეს.

"დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით, ბატონო ვახტანგ, არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ ომონს", - განაცხადა  თინა ბოკუჩავამ.