პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი მსვლელობით გმირთა მოედანზე შეკრებილებს უერთდება.

მათი განცხადებით, გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მათთან გადაინაცვლონ.

ასევე, პარლამენტთან განაცხადეს, რომ 11 მაისს დიდი მანიფესტაცია უნდა მოეწყოს.

"მინდა დავაანონსო ასევე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი. რომ 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველა ერთად, ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად", - განაცხადეს აქციაზე.