"ხალხის ძალის" წევრის დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა.

"TV პირველთან" საუბრის დროს მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც ადასტურებენ, რომ დეპუტატის სიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა.

"ზუსტად არ ვიცი რით წავიდა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ურთიერთობა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მეც, მამაჩემიც არის ამით ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაო სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში", - ამბობს თინათინ ხუნდაძე.