ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ქართუს" მიერ ნაკრებისთვის 30 მილიონის დაპირებას ეხმაურება.

"ძვირფასო ფეხბურთელებო, ივანიშვილს თქვენი წარმატება არ უხარია. ერთი თვე დასჭირდა, რომ ამ ამბავს გამოხმაურებოდა.

ამ ფულს გიხდით იმიტომ, რომ თქვენი ერთგულება იყიდოს. სხვა მიზანი ამ 30 მილიონს არ გააჩნია. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც შეიძლება აკადრო წარმატებულ, ქვეყნის პატრიოტ ადამიანს. ძალაუფლებაში დარჩენისთვის სჭირდება ნაკრებიც.

თქვენ რაც გაქვთ - ხალხის სიყვარული, მას არასდროს ექნება.

პ.ს. ჯგუფიდან თუ გავლენო, მანამდეც არაო.." - წერს დეკანოიძე.

ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.