მოვა დრო, როცა ივანიშვილი იტყვის, რომ ამ პერიოდში, რაც ზიანდებოდა საქართველოსთვის, არ იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება და ეს იყო კობახიძის მმართველობა, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას ყველაფერზე ირაკლი კობახიძეს აკისრებს.

"ეს ბრიფინგი ჰგავდა დამშვიდობებას, სადღეგრძელოს რომ ამბობ შემაჯამებლად, ისეთი შინაარსის მატარებელია იმიტომ, რომ არაფერი საერთო ამას არ ჰქონია პოლიტიკასთან. როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს, მას შემდეგ, რაც სხვებსაც უსმენს, ეს ნაწილი მგონია, რომ კობახიძის დამატება იყო და რატომ - როგორც წესი, ივანიშვილს დღეს ხაზგასმა არ სჭირდება.

მოვა დრო, როცა ივანიშვილი იტყვის, რომ ამ პერიოდში, რაც ზიანდებოდა საქართველოსთვის - მეგობრების დაკარგვით, სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერებით, სანქციების მიღებით ამერიკული, ბრიტანული, საკადრო გადაწყვეტილებები - არ იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება და ეს იყო კობახიძის მმართველობა. ვფიქრობ, რომ სწორედ კობახიძეზე გადაიტანს პასუხისმგებლობას. სხვათა შორის, ივანიშვილი ხშირად უსვამდა ხაზს - მე არ ვარ პოლიტიკაში, ვარ საპატიო თავმჯდომარე, მაგრამ პოლიტიკაში არ არ ვერევიო - კობახიძემ კი ახლა სხვა რამ თქვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.