საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საქართველოდან რუსეთში ძვირად ღირებული მანქანები გაჰყავთ, საიდანაც "ქართული ოცნება" შემოსავლებს იღებს.

"დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს გაყვანის საქართველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.