შეუძლებელია, "ოცნება" ვერ აანალიზებდეს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა თუ არა, ნახევარი მაინც არის დასანქცირებული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის გარემოცვიდან ბიზნესიც უახლოეს პერიოდში იქნება სანქცირებული.

"შეუძლებელია, "ოცნება" ვერ აანალიზებდეს, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა  თუ არა, ნახევარი მაინც არის დასანქცირებული. ძალოვანი ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის გომელაური არის სანქციების ქვეშ. ასევე, ბიზნესელიტა იქნება უახლოეს პერიოდში სანქცირებული. 

ყველა ვიბრძვით ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის, თავისუფალ, სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებისთვის და იმ გარემოში, როდესაც არჩევნები ჩატარდება, ამ განსხვავებულმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი.  არჩევანის უფლება უნდა დავიბრუნოთ, რომელიც არ გვაქვს. ერმა დაიჯერა, რომ საარჩევნო ხმის დაბრუნება შესაძლებელია საპროტესტო ხმით, ამიტომ, იქ ხალხი არ დგას არავისთვის, დგას მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის. ეს დაინახა დასავლეთმაც", - განაცხადა ნიკა მელიამ.