"ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან კარგად ასხვავებს ევროკავშირი მთავრობას და საქართველოს ხალხს.

"რაც შეეხება დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, ჩვენ გვახსოვს განცხადება ირაკლი კობახიძის, რომ ეს არის ანტიქართული ზომა. ეს არანაირად არ არის ანტიქართული ზომა, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის 99.99% არ არის დიპლომატიური პასპორტის მქონე და თვალითაც არ უნახავს დიპლომატიური პასპორტი.

ეს არის იმის მინიშნება, რომ ძალიან კარგად ასხვავებს ევროკავშირი მთავრობას და საქართველოს ხალხს. ეს არის სამთავრობო ზომა და იმის ნიშანი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში არ ელიან", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.