ქვეყნის შიგნით თუ კი ვინმეს შეუძლია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ეს არის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ეს პოლიტიკური მანდატი იმ  პოზიციით, რაც მან დაანახა ხალხს.

"ჩემთვის, შენობაში არ არის საქმე. სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ეს პოლიტიკური მანდატი იმ  პოზიციით, რაც მან დაგვანახა ამ კრიზისის დროს, ამიტომ, ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ხმად ამ პროტესტის, სანამ ეს პროტესტი არ მიაღწევს თავის ამოცანას, რაც მდგომარეობს ამ რეჟიმის ცვლილებაში. 

სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და კრიზისის ფონზე ლეგიტიმურობა და ყველასთვის მისაღები პოზიცია მიიღო. ქვეყნის შიგნით თუ კი ვინმეს შეუძლია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ეს არის სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.