სად იყო და სად - არა, ბენიზ-დიზელის გაძვირების ფონზე, ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მოტივად უსაფრთხოების ნორმები სახელდება, რაც აბსურდია.

"მილიარდერი ტირანის ქვეყანაში -  საქართველოში, სამწუხაროდ შიმშილი, სიღატაკე და სიძვირე გადაიქცა აუცილებელ სოციალურ მდგომარეობად და შეიქმნა სოციალური გენოციდის არნახული სამეფო იმ დონეზე, რომ აგერ, ახლა გაზაფხულია და ადამიანებს ერთი კონა მწვანილი ვერ უყიდიათ, არ არის საუბარი ხორცპროდუქტებზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, დელიკატესად იქცა და გვეუბნებიან, რომ იაფია, გეჩვენებათო. 

სად იყო და სად - არა, ბენიზ-დიზელის გაძვირების ფონზე, ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს, რომლებსაც მასობრივად აჯარიმებენ, აძევებენ ქალაქიდან იმისათვის, რომ ხალხი შემდგომ მიაწყდეს ივანიშვილის, მაფიოზ ფხაკაძეების, ენუქიძის ბენზინსა და დიზელის გასაყიდ წერტილებს, რომ დამატებით კიდევ მილიონები ამოქაჩონ გაუბედურებული ხალხისგან. მოტივი კეთილშობილურია - თურმე, შეიძლება აფეთქდეს ეს გაზის პუნქტები. ამ მოტივით მაშინ დენი და გაზი არ უნდა გქონდეს ადამიანს სახლში. ეს არის ხალხის განგებ გაღატაკების კიდევ ერთი და არაადამიანური მცდელობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.