სინამდვილეში, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, კეთდება ის, “რაც  მამას უნდა”.

“ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა, შეუძლიათ, საკუთარი შეხედულების მიხედვით, ვიღაცაზე მოითხოვონ და აკრძალონ, ხოლო ვიღაცაზე არ მოითხოვონ და არ აკრძალონ!

უნდათ, რომ გაუქმდეს ყველა პარტია და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსი, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ, უკვე არა აკრძალულებს და პოლიტიკურ ლიცენზია მიღებულებს კი, შემთხვევით თუ ივანიშვილს გააკრიტიკებენ, ამის შემდეგ აკრძალავენ. ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად, არაბუნებრივად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა - როგორც ცნობილ სიმღერაშია „რაც მამას უნდა“.

დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება, სინამდვილეში, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.