ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky News ავრცელებს.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. ის ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს შეეხება.

გამოცემის ცნობით, პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.

ამასთან, სანქციების სიაში "ჩრდილოვანი ფლოტის" 42 ახალი გემი შევიდა.