ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი.

ბექა გოცირიძე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იყო.

ის "ქართულ ოცნებას" აქტიურად უჭერდა მხარს.

ბექა გოცირიძე სინდისის პატიმრების მინდია შერვაშიძის და თორნიკე თოშხუას საქმის ფიგურანტი იყო.