მეორედ მოსვლა არ არის ახალი არჩევნები. საპარლამენტო კრიზისი საპარლამენტო დემოკრატიაში სწორედ იმას ნიშნავს, რომ ინიშნება ახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არჩევნებით კრიზისი განიმუხტება. 

"მეორედ მოსვლა არ არის ახალი არჩევნები. საპარლამენტო კრიზისი საპარლამენტო დემოკრატიაში სწორედ იმას ნიშნავს, რომ ინიშნება ახალი არჩევნები და კრიზისი განიმუხტება ამ გზით. ჩვენთან, სამწუხაროდ, საპარლამენტო კრიზისი კი არა, კრიზისზე ბევრად მეტი რამ არის, აბსოლუტურად გავიდა "ქართული ოცნება" ყველანაირი ლეგიტიმაციიდან და მათ არ უნდათ, რომ ეს კრიზისი შეიმჩნიონ, ყველანაირად ცდილობენ, რომ ლეგიტიმაციის რამე მარცვალი მაინც შეინარჩუნონ", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.