ჩვენი წილი დანაშაულიც არის, რომ ეს ხდება დღეს თბილისის ქუჩებში. ფაქტობრივად, გუშინ ხელისუფლებამ გაიარა კრიტიკული წერტილი, რომლის იქითაც იწყება შეუქცევადი პროცესი, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა ხელისუფლება უნდა დააბრუნოს კონსტიტუციის გზაზე, ან ჩამოაშოროს ძალაუფლებას.

"ხელისუფლებამ დატოვა კონსტიტუციური სივრცე, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და გადავიდა საკუთარი თუ კრემლიდან ნაკარნახევი შეხედულებების მართვაზე. ეს არის ვითარება, როცა ხალხს არა თუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულება უჩნდებათ, რომ აღადგინონ კონსტიტუციური წესრიგი. ეს ხდება ორი გზით - ან უნდა დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში, ან თუ ეს ვერ ხერხდება, უნდა ჩამოაშოროს ძალაუფლებას. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის უფლება. შესაბამისად, ეს არის სახალხო მოძრაობა. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება ხელისუფლებისგან", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.