საქართველოს ე.წ. ხელისუფლების ურთიერთობა ირანის სისხლიან რეჟიმთან არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემა, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი საქართველოს აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და მარტო ტოვებს რუსეთთან.

"საქართველოს ე.წ. ხელისუფლების ურთიერთობა ირანის სისხლიან რეჟიმთან არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემა, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

ივანიშვილი საქართველოს აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და მარტო ტოვებს რუსეთთან, რაც ავტომატურად უდრის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სინამდვილეში, რეჟიმი ამას აკეთებს სპეციალურად, რუსეთის დავალებით", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სუსის ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.