მოუწია ცოდვილ მიწაზე დაბრუნება ოლიმპოდან. ის ეპაექრება ღმერთს. ის სიის პირველ ნომრად ჩაეწერა იმის გამო, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შეეცადოს, რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი გადმოიბიროს და მასთან შექმნას კოალიცია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, მისთვის გასაკვირი ისიც იყო, რომ ივანიშვილის სახელი და გვარი ყველა სხვა გვარების მსგავსად ჩაიწერა და არა რამე განსაკუთრებული ფორმით.

"ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა, რომ საქმე კარგად ვერ არის. თვითონ ბიძინას სიაში ყოფნაც ამას ნიშნავს, რომ მოუწია ცოდვილ მიწაზე დაბრუნება ოლიმპოდან.

ის ეპაექრება ღმერთს. ის  სიის პირველ ნომრად ჩაეწერა  ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შეეცადოს, რომ რომელიმე  ოპოზიციური ჯგუფი გადმოიბიროს და მასთან შექმნას კოალიცია და აქ პირობა იქნება ორი ირაკლის ჩარეცხვა, იმიტომ, რომ სხვა პირობებზე მას არავინ არ დასთანხმდება. ირაკლების ჩარეცხვა, თუ რომელიმე სიის პირველი ნომერი იქნებოდა, შეუძლებელი იქნებოდა. 

მე ისიც კი გამიკვირდა, იმავე შრიფტით როგორ ჩაწერეს ბიძინა ივანიშვილის გვარი, როგორც სხვების. რაღაც განსაკუთრებულით, შარავანდედით შეემოსათ ან ჩუქურთმები გაეკეთებინათ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.