სულ სამი პარტია არსებობს -  "ქოცები", "ნაცები" და "გირჩი", მაგრამ ამის მიუხედავად, მიშამ არჩევნებზე მაინც ორი პარტიით გადაწყვიტა გამოსვლა. ორი პარტიით გადის „ქართული ოცნებაც“ – თავად და "გახარიები", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე მთავარია ხმები არ დაიკარგოს.

"ჩემი აზრით, მთავარია, ხმები არ დაიკარგოს. იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ წარდგეს ბიულეტენზე, როგორც ეს რეალობაშია. 

რეალობაში, სულ სამი პარტია არსებობს -  "ქოცები", "ნაცები" და "გირჩი" , მაგრამ ამის მიუხედავად, მიშამ არჩევნებზე მაინც ორი პარტიით გადაწყვიტა გამოსვლა ან შეიძლება მიშამ არ გადაწყვიტა, მაგრამ, ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებზე ორი პარტიით გავა. ზუსტად ასე ორი პარტიით გადის „ქართული ოცნება“ – თავად "ქართული ოცნება" და "გახარიები", რომლებიც "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.