არ უნდათ განსხვავებული აზრის ატანა და დიპლომატებსაც კი უკრძალავენ და ცენზურას უწესებენ, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციაა. 

"არ უნდათ განსხვავებული აზრის ატანა და დიპლომატებსაც კი უკრძალავენ და ცენზურას უწესებენ. ამ კაცმა თქვა მარტივი რამ, დასავლეთის, ევროპის გარეშე, სანქცირებული, იზოლირებული ქვეყანას ძალიან ცუდი პერსპექტივა უქადის. ეს მომავალი გვიქადის იმ შემთხვევაში, თუ არც ინვესტიციები არ შემოვა ამ ქვეყანაში და არც ინსტიტუციური კავშირები არ გვექნება დასავლეთთან. ეს არის "ქართული ოცნების" მიზანი, მაგრამ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, პარტნიორებს და ქართველ ხალხს სურს სხვა რამ - ევროინტეგრაცია, ევროპული ინვესტიციები და განვითარება, რასაც ეს რეჟიმი ეწინააღმდეგება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.