გაგრძელდება ის ფარსი, რასაც სამართლებრივ პროცესს ეძახიან, სინამდვილეში, ეს არის ქართული სახელმწიფოს გასამართლება რუსული მითითებებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"გაგრძელდება ის ფარსი, რასაც სამართლებრივ პროცესს ეძახიან, სინამდვილეში, ეს არის ქართული სახელმწიფოს გასამართლება რუსული მითითებებით. რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას, ეს ჩანდა წინასასამართლო პროცესზეც - აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციონერი ფიგურების მიმართ, მათ შორის ადვოკატების მიმართ და, სამწუხაროდ, ალბათ, ამ კვირაშიც იმავეს დავინახავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, როგორ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი ივანიშვილმა და როგორ დააკომპლექტა აგრესიულ, "ოცნების" მომხრეებად", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე სასამართლო სხდომები დღეიდან განახლდება. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.