საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ერთობლივი ბრძოლა.

“საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველ ხალხს მეგობრობას უდასტურებენ, განსხვავებით "ქართული ოცნების" მიმართ დამოკიდებულებისა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ბრძოლის გაგრძელება.

ახლა საჭიროა ბრძოლა და წინააღმდეგობა. არ ვეგუებით ავტორიტარიზმს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, ერთადერთი გეგმა შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ყოფნა, წინააღმდეგობაში დარჩენა. ეს არის თავისთავად გეგმა. საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავაგრძელოთ. 

საზოგადოების დაკვეთა იყო და არის ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ტირან ივანიშვილს ჩამოიშორებს და ქვეყანას გაათავისუფლებს რუსული მმართველობისგან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.