საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი ძაღლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ელჩი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი მას არ შემთხვევია და დაშავებული მისი კოლეგაა.

"როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს!

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა - ელჩი გახდა.

მნიშვნელოვანი განმარტება: მე არ დავშავებულვარ! როგორც ჩანს ჩემამდე, ამ ამბავმა საავადმყოფოში მიაღწია.

ჩვენს დაშავებულ კოლეგას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ნეტა, ზოგი ამბავი უფრო გონივრულად, ზუსტად და დამაჯერებელი სიმართლით ვრცელდებოდეს!" , - წერს ალი მოჯანი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ელჩმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ძაღლების მოგერიების დროს ფეხი მოიტეხა.