ივანიშვილის ძალადობისა და ქაოსის რეჟიმის ალიანსი და პუტინთან პოლიტიკური ალიანსი, ეს იქნება სამხედრო ალიანსის წინაპირობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის და ივანიშვილის ინტერესები საერთოა, განსხვავებით ქართველი ხალხისგან.

“ივანიშვილის ძალადობისა და ქაოსის რეჟიმის ალიანსი და პუტინთან პოლიტიკური ალიანსი, ეს იქნება სამხედრო ალიანსის წინაპირობა, რაც მაგალითად, ხდება ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში, როდესაც სამხედრო ალიანსში მყოფი რუსეთი, როგორც მოკავშირე, აიძულებს ყველა სვა ქვეყანას, ვინც მასთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომ ჯარში გაწვევა მოხდეს უკვე რუსეთის მხარეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც ისმის რუსეთიდან და რომელიც ისმის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, არის ზუსტად თანხვედრაში ივანიშვილის ინტერესებთან, მაგრამ სრულად ეწინააღმდეგება  ქართველი ხალხის ინტერესებს”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.