ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა და ახლაც მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, საქართველო სუვერენიტეტს კარგავს.

"ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს, იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც, ევროპის კავშირის სხვადასხვა ქვეყნები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აპირებენ, რომ შეაჩერონ საქართველოსთან ურთიერთობა. ეს არის პრაქტიკულად, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სერიოზული გამოწვევა და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა და ახლაც მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.