პარტია “ჯერ საქართველოს”, "თავისუფლების მოედნის" და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისა და აღნიშნული საქმის სავარაუდო შედეგების ფონზე, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პერსპექტივების განხილვას.

შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ხედვები, სავარაუდო სცენარებზე რეაგირების გზები და შედგება საუბარი საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელობაზე ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.