ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, - ამის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

"ჩვენ ასევე განვიხილავთ იმას, რაც ხდება საქართველოში. ჩვენი მიდგომა ამის მიმართ ძალიან მტკიცეა - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს", - განაცხადა კაია კალასმა.