კანონი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს  ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ არ არის გვიანი. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა - "მე  ვარ ქართველი  და მაშასადამე მე ვარ ევროპელი", დიახ - თქვენ ხართ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლატვიის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მადლობა საქართველოს პრეზიდენტო, ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც  თქვენი უახლოესი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და გვადარდებს თქვენი ევროპული მომავალი. მიმდინარე კვირების განმავლობაში საქართველო მოხვდა ახალი ამბების გარეკანებზე, რადგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი იქნა ხელისუფლების მიერ წინ წამოწეული და იქნა ძალადობრივი აქტები გამოყენებული დემონსტრანტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, თუმცა გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა, ძალადობის მიუხედავად  და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს ევროპული ასპირაციები. თავისუფალ  სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები  იყენებენ ამის შეზღუდვას მისი ძალის კონსოლიდირებისთვის.  მე მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს. 

ჩვენი ამოცანა, თუ რატომ ვიმყოფებით აქ, არის ჩვენი სოლიდარობა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის  ევროპული მომავლისთვის - მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი, ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველო ხელისუფლებას, რომ  თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას ექნება გარკვეული შედეგები. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ უამრავი მიღწევები ნახა, დეკემბერს ბოლოს,  კანდიდატის  სტატუსის  მიღება იყო ამის მტკიცებულება და ის რეკომენდაციები, რომლის გატარებაც ევალება. თუმცა წარსული მიღწევები და არც მომავლისა ვერ იქნებ მიღებული, როგორც არის. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა მიღებული ყველაფრისთვის  და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით იქნა განადგურებული. ძალიან ცალსახად  უნდა გითხრათ, რომ კანონი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს  ხელისუფლებას, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიანი. მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომ ვეტოს დადება იგეგმება კანონზე, ამ სამწუხარო კანონპროექტის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იამზე, რომ რამე კოსმეტიკური ჩასწორება კანონპროექტისა გამოასწორებს  მის სახეს. თქვენ ვერ გამოასწორებთ და შელამაზებით, რაც არ არის  ფუნდამენტურად ჩვენი ღირებულებების  საპირწონე, საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა - სტრასბურგში, "მე  ვარ ქართველი  და მაშასადამე მე ვარ ევროპელი", დიახ - თქვენ ხართ" - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.