ბოლომდე ბოიკოტი იქნება ის, თუ ამგვარი ტიპის არჩევნებში, რომელიც ქვეყანას ისტორიაში არ ახსოვს, არ გახვალ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ყოფილმა წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთმანეთისთვის მოღალატეების ძახილის მაგივრად, პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უნდა აუხსნან, თუ რა პირობებშია ამჟამად ქვეყანა.

"კარგი იქნება, თუ გაცილებით მკაფიოდ გვეცოდინება, რომ ბოლომდე ბოიკოტი იქნება ის, თუ ამგვარი ტიპის არჩევნებში, რომელიც ქვეყანას ისტორიაში არ ახსოვს, არ გახვალ. სხვა ყველაფერი აქ არის ბუტაფორია. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ვაკეთოთ - ერთმანეთისთვის მოღალატეების ძახილის მაგივრად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ქვეყანაში გვაცხოვრებს "ქართული ოცნება".

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომელიც მე მეძახის "ნაციონალურ მოძრაობას", ადგა და კაცი ამბობს, რომ ხელფასს უხდის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს იმისათვის, რომ ამბები გამოიტანოს "ქართული ოცნებიდან", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.