სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.